დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/107 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.22.024.016733 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/03/2022 - 14/03/2023)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 150211, 15/02/2011 წ., 040110030.22.024.016035) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემულ წერილობით თანხმობაში.“. 2. მე-10 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ხანგრძლივობა სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 1 წელს, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების (მათ შორის, პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მოქმედი საბანკო გარანტიის ვადას. 4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაწესებულ დამატებით ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევიდან ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება წყდება ავტომატურად. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ან ავტომატურად შეწყვეტის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“. 3. მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ხანგრძლივობა სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების (გარდა სარგებლობის საფასურის გადახდის პირობისა) დარღვევის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 1 წელს, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების (მათ შორის, პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მოქმედი საბანკო გარანტიის ვადას. 6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაწესებულ დამატებით ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი ორგანოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების (გარდა სარგებლობის საფასურის გადახდის პირობისა) დარღვევიდან ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება წყდება ავტომატურად. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ან ავტომატურად შეწყვეტის შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ აუნაზღაურდება ქონებაზე გაწეული ხარჯები.“. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დარღვეული საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის (გარდა სარგებლობის საფასურის გადახდის პირობისა) შესასრულებლად პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს/სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, ხოლო თუკი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს/სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე განსაზღვრული დამატებითი ვადა აღემატება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, შესაბამისი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადას. ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ამოწურვის თარიღიდან, ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, პრივატიზებული/სარგებლობაში გადაცემული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო პრივატიზებულ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს/სარგებლობის უფლებით მიმღებს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს. |
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები