დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 75 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017565 |
75
15/03/2022
ვებგვერდი, 16/03/2022
200090000.22.033.017565
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე პუნქტი:
„51. 2022 წლის 1 მაისამდე დასაშვებია, თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება განხორციელდეს ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტისგან განსხვავებული წესით, პოლიეთილენის საფარველის გარედან. აღნიშნულ შემთხვევაში, თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები