დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340150000.10.003.023339 |
|
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2020, 340150000.10.003.021861) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი 1. 2022 წლის 1 იანვრამდე ამ წესის მე-2 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია, განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. ამასთანავე, ამ წესის მე-2 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში, სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია, არ იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები. 2. 2022 წლის 1 სექტემბრამდე დასაშვებია: ა) ამ წესის მე-2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერის სახით დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე სტიკერის დაკვრა შესაძლებელია, განხორციელდეს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე; ბ) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით, ასევე მე-6 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდეს ამავე პუნქტებით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ ვადებში და წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები