„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.023337
127
14/03/2022
ვებგვერდი, 15/03/2022
010240010.10.003.023337
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2022 წლის 14 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1.  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს ოთხშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი საკითხები განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 4​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. როგორც წესი, მთავრობის სხდომის გამართვის დღეა ორშაბათი, 11:00 საათი.“.

3. 31-ე მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​2. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 და ამ მუხლის 1​1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტის წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მოხდეს არაუგვიანეს ოთხშაბათისა, 12:00 საათამდე. კვირის სხვა დღეს მთავრობის სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციაში კანონპროექტის წარდგენა უნდა მოხდეს მთავრობის სხდომის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, 12:00 საათამდე. აღნიშნული ვადის დაუცველად წარდგენილი კანონპროექტი განიხილება მომდევნო მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მოსამზადებელ ეტაპზე, გარდა ამ მუხლის 1​3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი