საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 11/07/2002
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 26/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.12.216.005.422
  • Word
185
11/07/2002
სსმ, 76, 26/07/2002
300.160.000.12.216.005.422
საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.12.216.005.422

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) თავმჯდომარის

ბრძანება №185

2002 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 1.11:2002 „სტანდარტიზაციის ეროვნული სისტემა. შესაბამისობის ეროვნული ნიშანი. ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები”.

2. გაუქმდეს საქსტანდარტის თავმჯდომარის 1998 წლის 31 დეკემბრის №218 ბრძანებით დამტკიცებული სსტ 1.11-98 „სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა. შესაბამისობის ეროვნული ნიშანი. ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები” საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 სექტემბრიდან.

ბ. შოშიტაიშვილი

საქართველოს ეროვნული სტანდარტი სტანდარტიზაციის ეროვნული სისტემა შესაბამისობის ეროვნული ნიშანი.

ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები

1. წინამდებარე სტანდარტი ადგენს საქართველოში სერტიფიკაციის დროს გამოყენებული შესაბამისობის ეროვნული ნიშნის ფორმას, ზომებს და ტექნიკურ მოთხოვნებს.

2. შესაბამისობის ეროვნული ნიშნის დანიშნულებაა სერტიფიცირებული პროდუქციის აღნიშვნა.

3. დამამზადებელს უფლება აქვს გამოიყენოს შესაბამისობის ეროვნული ნიშანი, პროდუქციაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.

4. შესაბამისობის ეროვნული ნიშნის გამოსახულება მოცემულია პირველ ნახაზზე.

5. შესაბამისობის ეროვნული ნიშნის ზომები მოცემულია მე-2 ნახაზზე.

6. შესაბამისობის ეროვნული ნიშანი დაისმება სერტიფიცირებული პროდუქციის ყოველ ნაკეთობაზე, დამამზადებლის ნიშანდების (სასაქონლო ნიშნის) ახლოს ნაკეთობის მოუხსნად ნაწილზე, აგრეთვე მას აღნიშნავენ საექსპლუატაციო და თანმხლებ დოკუმენტაციაზე (პასპორტი, იარლიყი, ეტიკეტი და სხვა).

7. უშუალოდ პროდუქციაზე შესაბამისობის ეროვნული ნიშნის მთლიანად დასმის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას აღნიშნავენ სამომხმარებლო შეფუთვაზე.

8. შესაბამისობის ეროვნული ნიშნის დასმის ადგილს პროდუქციაზე, შეფუთვასა და დოკუმენტაციაზე ადგენს საწარმო, რომელმაც მიიღო მისი გამოყენების უფლება.

9. შესაბამისობის ეროვნული ნიშნის ზომას განსაზღვრავს საწარმო, რომელმაც მიიღო მისი გამოყენების უფლება,  საბაზო  ზომის (M) არჩევის (ნახ. 2) გზით, ამასთან, ნიშნის სიდიდემ უნდა უზრუნველყოს მისი მდგრადობა, სიმკვეთრე და გარკვეულობა.

10. შესაბამისობის ეროვნული ნიშნის შესრულება უნდა იყოს ერთფეროვანი და ნაკეთობის ფონზე კონტრასტული.

11. შესაბამისობის ეროვნული ნიშნის გამოსახულება შეიძლება შესრულებული იქნას ნებისმიერი ტექნოლოგიური ხერხით, რომელიც უზრუნველყოფს ნიშნის მდგრად, მკვეთრ და გარკვეულ გამოსახულებას პროდუქციის, მომსახურების მთელ პერიოდში.

12. დამამზადებლის მიერ შესაბამისობის ეროვნული ნიშნის გამოყენება, არ დაიშვება პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში.

      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახაზი  1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახაზი 2