აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 11/03/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.51.060.016022
07-ს
11/03/2022
ვებგვერდი, 11/03/2022
010190030.51.060.016022
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

რეგლამენტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 25.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობისას უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს დახურულ პლენარულ სხდომებში, აგრეთვე პრეზიდიუმის, კომიტეტისა და დროებითი კომისიის დახურულ სხდომებში მონაწილეობა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, მას უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.“.

4. 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, შეხვედრები უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის დავალების შესრულება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.

5. 561 მუხლი ამოღებულ იქნეს

6. 571 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII

უმაღლესი საბჭოს სათათბირო ორგანოები

მუხლი 57. უმაღლესი საბჭოს სათათბირო საბჭოები

1. უმაღლეს საბჭოში იქმნება უმაღლესი საბჭოს სათათბირო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ განსაზღვრულ სფეროში უმაღლესი საბჭოს წინაშე მდგარი განგრძობადი, სისტემური და მდგრადი პოლიტიკის შემუშავებასა და კოორდინაციას.

2. უმაღლესი საბჭოს სათათბირო საბჭოებია:

ა) უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო;

ბ) უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭო.

მუხლი 571. უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – გენდერული თანასწორობის საბჭო). გენდერული თანასწორობის საბჭოს სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

3. გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს გენდერული თანასწორობის საბჭო. გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. დებულებით გათვალისწინებული უნდა იქნეს გენდერული თანასწორობის საბჭოს შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) შეიმუშაოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი. შემუშავებული სამოქმედო გეგმა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივის წესით;

ბ) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;

დ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოსთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები;

ე) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ზ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

4. გენდერული თანასწორობის საბჭო წელიწადში ერთხელ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს უმაღლესი საბჭო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.

5. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სამოქმედო გეგმას უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დადგენილებით.

მუხლი 572. უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭო

1. უმაღლეს საბჭოში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.

2. ხაზინადართა საბჭო არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. ხაზინადართა საბჭოს წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

3. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

8. 62-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, შეხვედრები უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის დავალების შესრულება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.“.

9. 124-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს პლენარულ სხდომას, მას მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის დაუკავდება ხელფასის 10%, ხოლო შემდეგ ყოველი მომდევნო გაცდენისთვის – 20%. უმაღლესი საბჭოს წევრს რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.“;

გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მოიწვევს კომიტეტის ერთ სხდომას მაინც, მას დაუკავდება ხელფასის 10%. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის მიზეზს და იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი.“;

ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს წევრის ხელფასის 30%-ს.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია

 

 

11 მარტი 2022 წ.

ქ. თბილისი

N07-ს