„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.125.016414
10
11/03/2022
ვებგვერდი, 11/03/2022
010250040.35.125.016414
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2022 წლის 11 მარტი

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge, 01.12.2017 წ., 010250040.35.125.016243) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.  დანართის 82-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე