“სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.99 წლის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.99 წლის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1-3/483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 22/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 25/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.11.112.005.421
  • Word
1-3/483
12/07/2002
სსმ, 73, 22/07/2002
040.110.030.11.112.005.421
“სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.99 წლის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.11.112.005.421

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/483

2002 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99 წლის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ცნობად იქნეს მიღებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვის სამსახურის 2002 წლის 12 მარტის №158/10-2 მოხსენებითი ბარათი.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაში:

ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტის ბოლოს დაემატოს შემდეგი სიტყვები: ,,და სპეციალიზებული საბირჟო აუქციონი”;

ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი:

 ,,გარდა სპეციალიზებული საბირჟო აუქციონისა, რომლის ორგანიზებას ახორციელებს ლიცენზირებული საფონდო ბირჟა (შემდგომში ,,ბირჟა”) ,,გამყიდველის” მიერ მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.” ;

გ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი 61 მუხლი:

     „მუხლი 61. სპეციალიზებული საბირჟო აუქციონი

1. სპეციალიზებული საბირჟო აუქციონი ეწყობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მიზნით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების სპეციალიზებული საბირჟო აუქციონის ფორმით გაყიდვის შემთხვევაში აუქციონის ორგანიზებისა და ჩატარების წესი, აგრეთვე მასში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წესებისა და იმ ბირჟის წესების მიხედვით, რომელზედაც ,,გამყიდველის” მიერ გასაყიდად არის გამოტანილი მოცემული სახელმწიფო საკუთრება.

3. ,,გამყიდველი” დებს ხელშეკრულებას აუქციონის ორგანიზების შესახებ ბირჟასთან, რომელზეც უნდა ჩატარდეს სპეციალიზებული საბირჟო აუქციონი. ეს ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს აუქციონის ჩატარების ყველა აუცილებელ პირობას, მათ შორის:

ა) აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების პროცედურებს;

ბ) მხარეთა შესაბამის უფლება-მოვალეობებს;

გ) სადეპოზიტარო, საკლირინგო და საანგარიშსწორებო მომსახურებასთან დაკავშირებულ პირობებს;

დ) მხარეთა შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის წესსა და ვადებს;

ე) ,,გამყიდველი” უხდის ,,ბირჟას” მომსახურების გასამრჯელოს ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული თანხის 3%-ის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ამის შედეგად ,,გამყიდველის” განკარგულებაში დარჩენილი თანხა – პრივატიზებიდან შემოსული თანხა _ არ იყოს მინიმალური გასაყიდი ფასის შესაბამის თანხაზე ნაკლები. ამ გასამრჯელოდან ხდება ბირჟის და ბირჟის მიერ შერჩეული ცენტრალური დეპოზიტარის (შემდგომში ,,დეპოზიტარი”) მომსახურების ანაზღაურება.

ვ) სხვა პირობებს მხარეთა შეხედულებისამებრ.

4. ,,გამყიდველი” აფორმებს ხელშეკრულებას ბირჟის სავაჭრო სისტემაში აკრედიტებულ წევრ საბროკერო კომპანიათა კრების მიერ შერჩეულ და ,,გამყიდველთან” შეთანხმებულ საბროკერო კომპანიასთან (შემდგომში ,,გამყიდველი საბროკერო კომპანია”), რომელსაც ენიჭება უფლებამოსილება გააფორმოს ხელშეკრულება ,,გამყიდველთან” და შესაბამისად გააკეთოს გაყიდვის განაცხადი სავაჭრო სისტემაში. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები და აქციების მინიმალური გასაყიდი ფასი, აგრეთვე აუქციონის სესიებზე გასატანი ფასიანი ქაღალდების ,,ბირჟასთან” შეთანხმებული რაოდენობა და გრაფიკი.

5. ,,გამყიდველი” ხსნის პირდაპირ ანგარიშს ,,დეპოზიტარში” და აუქციონამდე ხუთი სამუშაო დღით ადრე უზრუნველყოფს გასაყიდი ფასიანი ქაღალდების ჩარიცხვას თავის პირდაპირ ანგარიშზე ,,დეპოზიტარში”.

6. აუქციონის სესიაზე გასაყიდი ფასიანი ქაღალდები ,,დეპოზიტარში” გადატანილ უნდა იქნეს ანგარიშზე, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ხელშელრულების პირობებით.

7. აქციების შეძენის მსურველმა (შემდგომში ,,მყიდველმა”) უნდა დადოს სათანადო ხელშეკრულება ბირჟის წევრ საბროკერო კომპანიასთან.

8. აქციების შესასყიდი თანხა საბროკერო კომპანიის ანგარიშზე უნდა იყოს აუქციონის სესიის ჩატარების წინა სამუშაო დღის დილის 10 საათამდე, ხოლო საბროკერო კომპანიამ შემდგომი ანგარიშსწორებისათვის უნდა უზრუნველყოს მყიდველის თანხის ჩარიცხვა ,,დეპოზიტარის” ანგარიშზე აუქციონის სესიის დაწყებამდე, სულ მცირე, 3 საათით ადრე.

9. ყიდვაზე განაცხადის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასაყიდად გამოტანილი აქციების მოცულობას და მისი ფასი ტოლი ან მეტი უნდა იყოს ,,გამყიდველის” მიერ დაწესებულ საწყის ფასზე.

10. საბროკერო კომპანიის მიერ ყიდვაზე გაკეთებული განაცხადების თანხების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ აუქციონის სესიაში მონაწილეობის მისაღებად ,,დეპოზიტარში” ჩარიცხულ თანხას.

11. სპეციალიზებული საბირჟო აუქციონის სესია გრძელდება 30 წუთის განმავლობაში.

12. სპეციალიზებული საბირჟო აუქციონი ტარდება ბირჟის სავაჭრო სისტემის გამოყენებით. აუქციონის განმავლობაში მის მონაწილეებს გააჩნიათ ინფორმაცია მხოლოდ გაკეთებული განაცხადების ფასების შესახებ.

13. განაცხადები კმაყოფილდება აუქციონის სესიის დამთავრების მომენტში მათ მიერ დაკავებული პოზიციების მიხედვით შემდეგი მიმდევრობით: პირველ რიგში კმაყოფილდება ის განაცხადი, რომლის ფასიც უფრო მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ ორ ან მეტ განაცხადს გააჩნია ერთნაირი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ განაცხადს, რომლის მოცულობაც მეტია. იმ შემთხვევაში, თუ ფასიც და მოცულობაც ერთნაირია, მაშინ უპირატესობა ეძლევა იმ განაცხადს, რომელიც უფრო ადრე იყო შეყვანილი ბირჟის სავაჭრო სისტემაში. აუქციონის სესიის დამთავრების მომენტში არსებული გამარჯვებული განაცხადები სავალდებულოა შესასრულებლად, მათ შორის ის ბოლო განაცხადიც, რომლის მოცულობაც აღემატება დარჩენილი აქციების რაოდენობას. ეს უკანასკნელი კმაყოფილდება იმ ფარგლებში, რა რაოდენობაც არის დარჩენილი.

14. ,,დეპოზიტარი” აუქციონის სესიის შედეგების შესაბამისად უზრუნველყოფს ნაყიდი ფასიანი ქაღალდების ჩარიცხვას გამარჯვებულ განაცხადებში მითითებულ ანგარიშებზე. ხოლო აუქციონის სესიის შედეგად გაუყიდავი აქციები ბრუნდება ,,გამყიდველის” ანგარიშზე ,,დეპოზიტარში”.

15. აუქციონის სესიის დასრულების შემდეგ 2 საათის განმავლობაში ,,დეპოზიტარი” ატყობინებს საბროკერო კომპანიებს მათ მიერ შესყიდული და ,,გამყიდველი საბროკერო კომპანიის” მიერ გაყიდული აქციების რაოდენობის შესახებ. აუქციონის სესიის ჩატარებიდან არა უგვიანეს ერთი დღის ვადაში ,,დეპოზიტარი” და ,,გამყიდველი საბროკერო კომპანია” ,,გამყიდველს” აბარებს ანგარიშს აუქციონის სესიის შედეგების შესახებ, მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით.

16. აუქციონის სესიის შედეგად ,,გამყიდველი საბროკერო კომპანიის” ანგარიშზე შემოსული თანხა – დებულების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გასამრჯელოს გამოკლებით – წარმოადგენს პრივატიზებიდან შემოსულ თანხას და ,,გამყიდველი საბროკერო კომპანიის” მიერ ,,დეპოზიტარის” მეშვეობით გადაირიცხება ,,გამყიდველის” ანგარიშზე ერთი დღის ვადაში.”.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილეს ბატონ ზ. გარაყანიძეს

ს. პავლიაშვილი