დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.22.033.017562 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017375) დამტკიცებულ „ავტორიზაციის წესში, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება; ბ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება − ამ მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის (პროდუქციის)/მომსახურების მიწოდება/გაწევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად; კ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს), შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე.“. 2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის/მაძიებლისთვის მის მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ არსებით პროდუქციაზე/მომსახურებაზე ავტორიზაციის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის/მაძიებლისთვის მიწოდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ. შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება არ ვცელდება: ა) 2022 წლის 1 მარტამდე გაცემული ავტორიზაციის სერტიფიკატების მიმართ; ბ) 2021 წლის 1 იანვრამდე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ შეძენილი არსებითი პროდუქცია/მომსახურების მიმართ, თუ მისი შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი ან/და შევსებულია საბაჟო დეკლარაცია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები