„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016731
1-1/100
09/03/2022
ვებგვერდი, 11/03/2022
040030000.22.024.016731
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/100

2022 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, matsne.gov.ge, 15.04.2011, 040030000.22.024.016062)  დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების  საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვა – საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველის  მფლობელობაში არსებული დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ერთი პარტნიორი ქვეყნიდან მეორე პარტნიორი ქვეყნის დანიშნულებით და უკუმიმართულებით, ან ამ ქვეყნიდან სხვა მესამე ქვეყანაში, ამ ქვეყნებში დატვირთვა-გადმოტვირთვის უფლებით, ან საქართველოსკენ (ტვირთის გარეშე).“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის (გარდა ამ პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 100 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 70 ლარი;“;

ბ) პირველ პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი;

2) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) შეთანხმებით და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) შეთანხმებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი;“.

გ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის (გარდა ამ პუნქტის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 70 ლარი;“.

დ) პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) რუსეთის ფედერაციაში საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი;

2) უკრაინაში საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის  – მომსახურების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 100 ლარი;“

ე) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები – კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე – 200 ლარი;

გ.ბ) იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა – ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაკვეთზე დამატებით 100 ლარი კვოტის მოქმედების ვადის ყოველ კალენდარულ თვეზე.“.

ვ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დაჩქარებული მომსახურებისათვის – 1 სამუშაო დღეში გაცემისას – 100 ლარი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი