„მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 080240000.10.003.023334
124
10/03/2022
ვებგვერდი, 11/03/2022
080240000.10.003.023334
„მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2022 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2016, 080240000.10.003.019306) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

მუხლი 261. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება

1. სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემაში სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს (შემდგომში − საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ კონტროლის განხორციელებისას, მხოლოდ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, სახიფათო მოწყობილობის, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების საჰაერო ხომალდზე დაშვების აღკვეთისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.

2. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიის მიღმა წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

3. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ავიასაწარმო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი