დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 20 ივლისის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-21/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.22.035.016951 |
|
„ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 20 ივლისის №01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
Ёნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 20 ივლისის №01-28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 21/07/2016; 470200000.22.035.016394) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი: „გ) წერილობითი თანხმობის ფორმა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე (დანართი №3).“. 2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის შეტყობინების წესი): ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეალიზაციის დაწყების თაობაზე სააგენტოში წარდგენილ შეტყობინებას თან უნდა დაერთოს „ინფორმაცია ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ“ №2.1 დანართით გათვალისწინებული ფორმით და ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის)/დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის („წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში) ასლი, ასევე, ,,წერილობითი თანხმობის ფორმა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე“ №3 დანართით გათვალისწინებული ფორმით, რომელიც ივსება ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო/საცალო რეალიზატორი ვალდებულია, ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის ცვლილების შემთხვევაში, ცვლილების განხორციელებიდან ერთი კვირის ვადაში სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია №2.1 დანართით („ინფორმაცია ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ“, რომელიც შეტყობინების ფორმის (დანართი №2) განუყოფელი ნაწილია) გათვალისწინებული ფორმით, რომელსაც, ასევე, უნდა ახლდეს ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის)/დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი, ასევე, ,,წერილობითი თანხმობის ფორმა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე“ №3 დანართით გათვალისწინებული ფორმით, რომელიც ივსება ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.“. 3. ბრძანებას დაემატოს №3 დანართი (თანხმობის ფორმა პერსონალური მონაცემ(ებ)ის დამუშავების თაობაზე) თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები