„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025954
420
07/03/2022
ვებგვერდი, 10/03/2022
000000000.00.003.025954
„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №420

2022 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის მიმღები.

12. 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი ბუსტერ დოზით აიცრება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 100 (ასი) ლარის მიმღები.“.

პრემიერ-მინისტრი                      ირაკლი ღარიბაშვილი