დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ჭიათურაში ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერისთვის გივი ციმაკურიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-73.73220636 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.129.016003 |
|
ქალაქ ჭიათურაში ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერისთვის გივი ციმაკურიძის
სახელის მინიჭების
შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1 ქალაქ ჭიათურაში ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერს მიენიჭოს დამსახურებული ქორეოგრაფის გივი ციმაკურიძის სახელი. მუხლი 2 განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. მუხლი 3 ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლაბაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები