„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016968
12
09/03/2022
ვებგვერდი, 09/03/2022
120340000.22.026.016968
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №12

2022 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016744) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:

„მუხლი 11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გაეროში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით):

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი;

ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები (სამხედრო საქმე და თავდაცვა).

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“;

გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე