„ქურთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016209
2
07/03/2022
ვებგვერდი, 09/03/2022
010250050.35.146.016209
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის  №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2021, 010250050.35.146.016207) დამტკიცებული წესის 21-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21.

ამ წესის 1-ლი, მე-2,  მე-3, მე-4, მე-16 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცეს აგრეთვე იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დახმარების მიმღებნი გახდნენ 2021 წლის 1 ოქტომბრიდან  2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი