დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 67 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017561 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №IV-01-ის „განაყოფი V“ და „განაყოფი VI“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს საქონლის იმპორტიორი, ამ საქონლის შესაბამისი საბაჟო კონტროლის ზონიდან ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე მიტანის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ ადგილიდან გატანისა. შენიშვნა: აკრძალულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ ქვეყნის შიგნით აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მიწოდება.“. 3. 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8.0 ევროს ეკვივალენტი ლარებში;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „თ1“ ქვეპუნქტები: „თ) ადგილობრივი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8.0 ევროს ეკვივალენტი ლარებში; თ1) იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 11 ევროს ეკვივალენტი ლარებში.“. 4. 792 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები: „რ) იმპორტირებული სითხეები განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ს) იმპორტირებული სითხეები განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი).“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოსთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი მოსაწევი სითხეებისთვის – ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო იმპორტული მოსაწევი სითხეებისთვის – იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად. აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება მოსაწევი სითხეებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“. 5. 801 მუხლის: ა) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შემოსავლების სამსახური განიხილავს პირის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების თაობაზე. 51. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების მიზნით, პირს მოსთხოვოს დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მარკების გაცემასთან.“; ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52–54 პუნქტები: „52. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება) წარმოადგენს განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს. 53. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი (განაცხადის დადასტურების მომენტისთვის პირს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ იქნა წარმოდგენილი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია), შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. 54. მატერიალური ფორმის მარკების შეძენაზე განაცხადის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში, შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას მატერიალური ფორმის მარკების მიწოდების თარიღის თაობაზე და ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტების მითითებით. ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს 4 კალენდარულ დღეში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ შერჩეული პირი უფლებამოსილია გააუქმოს განაცხადი და უარი თქვას მატერიალური ფორმის მარკების გაცემაზე.“. 6. 802 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შემოსავლების სამსახური განიხილავს პირის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას არამატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების თაობაზე.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51–54 პუნქტები: „51. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, არამატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების მიზნით, პირს მოსთხოვოს დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მარკების გაცემასთან. 52. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება) წარმოადგენს განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს. 53. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი (განაცხადის დადასტურების მომენტისთვის პირს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ იქნა წარმოდგენილი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია), შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. 54. არამატერიალური ფორმის მარკების შეძენაზე განაცხადის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტის მითითებით. არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდებას/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას შერჩეული პირი უზრუნველყოფს გადამხდელის მიერ ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.“. 7. 812 მუხლის მე-5 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მატერიალური ფორმის მარკების მიღებიდან 6-თვიან პერიოდში მოახდინოს იმპორტისათვის მიღებული მატერიალური ფორმის მარკების გამოყენება ან დაბრუნება. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე, გარდა ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უზრუნველყოს პროდუქციაზე ნიშანდების/მარკირების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება);“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, ამავე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმპორტიორის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში გამოუყენებელი მარკების დაუბრუნებლობა ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით საქონლის ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად საქონლის ნიშანდების შემთხვევაში, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები