„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016199
7
04/03/2022
ვებგვერდი, 07/03/2022
010250050.35.102.016199
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აჟარის მუნიციპალიტეტი
 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 4 მარტი

ქ.თბილისი

 

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 იანვრის  №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 12/01/2022; 010250050.35.102.016193) შეტანილ ი9ქნეს შემდეგი ცვლილება:

„ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (ოპერაციის შემთხვევაში);

 ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან,  სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია );

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან,  სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ინფორმაცია (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან,  სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ)    ინფორმაცია     საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან  ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან  ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან   ან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი