დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27დეკემბრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.102.016198 |
|
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27დეკემბრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 27/12/2021; 190020020.35.102.016192) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (04 00) მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტების დანერგვით და შესრულებით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამ მიზნით ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ათ.ლარი
ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 01 01) 2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ბ) ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება (კოდი 04 01 02) ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლა. ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშებს, სპეციალურ წვრთნას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გაივლიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
გ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 02 01) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები:
დ) ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაფინანსება დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში სპეციალურ მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
კულტურისა და სპორტის განვითარების პროგრამის 2022 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ავადმყოფთა და შ შმ პირთა სოციალური დახმარებები (კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი 05 01 03)
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) სოციალური დახმარებები(კოდი 05 01 05)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები