დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის რეგლამენტაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 3 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 16/07/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.408 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.408
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №191/ნ
2002 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
�სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის რეგლამენტაციის შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 3 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის რეგლამენტაციის შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 3 მაისის №141/ნ ბრძანების მე-2 დანართის მე-10 პუნქტში სავალდებულო სერიულ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების ნუსხაში შეტანილია: ანტიბიოტიკები, საინფუზიო გადასასხმელი ხსნარები, საინი ექციო-სამკურნალო საშუალებები, თვალის წვეთები, პედიატრიული წამლები, რომლებიც ამ ეტაპზე ექვემდებარებიან შერჩევით კონტროლს.
ვბრძანებ:
1. სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის რეგლამენტაციის შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 3 მაისის №141/ნ ბრძანების მე-2 დანართის (�ინსტრუქცია სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ�) მე-10 პუნქტიდან ამოღებული იქნეს:� ე), ვ), ზ), თ), ი) ქვეპუნქტები.
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ი.კალანდაძეს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები