დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 111 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023323 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, 300160070.10.003.021791) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X და XI დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).“; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ამ მუხლით გათვალისწინებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში: ა) ფიზიკური პირის მიერ: ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტისას, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით; გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტისას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში); დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის: ა) 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არსებობს, არასწორია ან არასრულია; ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-8 მუხლების რომელიმე ადმინისტრაციული მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.“; ბ) X და XI დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი X
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №1
დანართი XI
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №2
|
დოკუმენტის კომენტარები