„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 04/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060070.70.082.016083
011
04/03/2022
ვებგვერდი, 04/03/2022
110060070.70.082.016083
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №011

2022 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/02/2021, სარეგისტრაციო კოდი 110060070.70.082.016061) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური  პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) განვითარების ხელშეწყობა;

ბ)  პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით;

ე) პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;

ზ) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის მეთოდებისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, მათი სრულყოფის მიზნით;

თ) პროკურატურაში არსებული ადამიანური რესურსის სტაბილურობის ანალიზი, აგრეთვე დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;

ი) პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის, მათ შორის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ადეკვატურობის ანალიზი და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა;

ლ) გენერალური პროკურორისა და შესაბამისი  მოადგილის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია;

მ) პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება;

ო) შრომითი ხელშეკრულებების დადება;

პ) პროკურატურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესის კოორდინირება და ზედამხედველობა;

ჟ) საკადრო რეზერვის ფორმირების უზრუნველყოფა;

რ) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება;

ს) პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია

დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:

ა) თანამშრომელთა მიღების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, რეორგანიზაციის, შტატების შემცირების პროცესის, ორგანიზებას და მართვას;

ბ) პროკურატურის სტაჟიორთა და პრაქტიკანტების შერჩევის პროცესის ორგანიზებას და მართვას, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესზე ზედამხედველობას;

გ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ხელშეკრულებით მისაღებ პირთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას და მართვას;

დ) კადრების რეზერვის მართვას;

ე) პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების ორგანიზებას;

ვ) პროკურატურის თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), რანგირების, გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინების, სხვა საკადრო ხასიათის ან/და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ბრძანების პროექტების მომზადებას;

ზ) შრომითი ხელშეკრულებების დადებას, განახლებასა და შეწყვეტას;

თ) საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაციას;

ი) სამსახურებრივი მოწმობების დამზადებას, გაცემასა და აღრიცხვას;

კ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, აღრიცხვას და თანამშრომლებზე გაცემას, ასევე თანამშრომელთა საცეცხლე მომზადების გავლას;

ლ) პროკურატურის სისტემის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;

მ) პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასების მინიჭების საკითხების მომზადებას;

ნ) პროკურატურის თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი საქმიანობის ამსახველი ცნობების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას და სოციალური საკითხების გადაწყვეტას;

ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პროკურატურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების შრომითი საქმიანობის ამსახველი ცნობების გაცემას;

პ) პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის საკადრო ხასიათის ინფორმაციების მომზადებას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის სიტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავებას.“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი  ღონისძიებების შესახებ.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“-,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დეპარტამენტის ამოცანების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;“.

6. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე