,,საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 3 დეკემბრის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 04/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016082
010
04/03/2022
ვებგვერდი, 04/03/2022
110060080.70.082.016082
,,საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 3 დეკემბრის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №010

2022 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 3 დეკემბრის №010 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 3 დეკემბრის №010 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/12/2021, სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016070) დამტკიცებულ საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურატურაში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე საქმის წარმოებას ახორციელებს მხარდაჭერის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები.“;

ბ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საქმის განმხილველი რომელიმე პირი სავარაუდო შემავიწროებელია, მხარდაჭერის  ჯგუფის წევრად შეირჩევა იმავე დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი.

6. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი ან სავარაუდო შემავიწროებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის განმხილველი მხარდაჭერის ჯგუფის რომელიმე წევრის იმავე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლით ჩანაცვლება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.“.

2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აწარმოებს სტატისტიკას და მხარდაჭერის  ჯგუფთან კოორდინაციით ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების წინამდებარე მექანიზმის შესრულების, ინციდენტების რაოდენობისა და დამდგარი შედეგების, ასევე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების  თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე