დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომეკლატურის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტრო 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 370 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 70, 11/07/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.118.005.404 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.118.005.404
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №370
2002 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ” შსს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. „თამდებობათა ნომენკლატურის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანების მე-9 პრიმა პუნქტად დაემატოს:
„შსს პოლიციის აკადემიის რექტორს მიეცეს უფლება:
მიანიჭოს რიგითი შემადგენლობის პირებს პირველი და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება „პოლიციის კაპიტნის” სახელმწიფო სპეციალური წოდეaბის ჩათვლით”.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხის (შსს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანების დანართი №1) პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და შინაგანი ჯარების სარდალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.“.
3. შსს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხას (შსს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანების დანართი №1) დაემატოს 1 პრიმა პუნქტი.
_ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომელსაც საქართველოს განათლების მინისტრთან შეთანხმებით წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი”.
კ. ნარჩემაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები