დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016717 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2019 წლის 17 ნოემბრის №2-1150 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 360050000.22.023.016605, 17/11/2019) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნეს; 2. მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) გრანტები, „საქართველოს ტყის კოდექსის“ 21-ე მუხლის მე-8 პუქტის „დ“ ქვეპუნქტით და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-12 მუხლის 27 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხები;“. 3. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ფუნქციებია: ა) ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო: ა.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა; ა.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტის, ასევე მსოფლიო ბუნებრივი მეკვიდრეობის უბნების, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების მართვა; ა.გ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ზედამხედველობა და მონიტორინგი; ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება; ა.ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ა.ზ) დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობა; ა.თ) სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივი დამუშავება, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემების და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება; ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ა.კ) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ა.ლ) ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების) სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელი დაავადებების დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედვით შესაბამისი ქმედებების დაგემვა-განხორციელება; ა.ნ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება. ბ) მდგრადი განვითარების სამმართველო: ბ.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა; ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება; ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვის კოორდინაცია; ბ.ე) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია; ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ბ.ზ) დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზება; ბ.თ) ეკოტურიზმის განვითარება და მისი მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებზე; ბ.ი) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება; ბ.კ) დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზების წარმოება; ბ.ლ) სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფა; ბ.მ) დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავების ზედამხედველობა; ბ.ნ) დაცულ ტერიტორიებზე სმარტ-პროგრამის გამოყენებით მონაცემების შეგროვება-ანალიზი; ბ.ო) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება; ბ.პ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები