„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017560
66
02/03/2022
ვებგვერდი, 04/03/2022
190040000.22.033.017560
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის

ერთობლივი ბრძანება  №66/№25

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 111215011, 20/12/2011, 190040000.22.033.016281) განხორციელდეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ)  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:“;

გ)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი“ თანდართულ  დანართებთან ერთად (დანართი №1, დანართი №2).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი“;

ბ) პირველი მუხლ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

 აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი“ (შემდგომში – შემოწმების წესი) არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა (შემდგომში აგრეთვე - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების (შემდგომში – შემოწმება) წესს და პირობებს, განსაზღვრავს შემოწმების წესის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. შემოწმებაზე უფლებამოსილი პირები

1. „ლატარიების, აზარტული და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3, 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – შსს) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილი პირები არიან:

ა) შსს-ს ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი (მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი) სამმართველოების, ხოლო ქალაქ თბილისში – შესაბამისი რაიონული სამმართველოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები (შემდგომში – შსს-ს უფლებამოსილი პირები);

ბ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილი პირები.

2. შსს-ს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ „ლატარიების, აზარტული და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ი“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე 32-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და „აზარტული და სხვა  მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესრულების შემოწმებას.

3. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ „ლატარიების, აზარტული და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნის და „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის  №2 ბრძანების, „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებისა  და „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის  №43 ბრძანების  მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

4. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის მიერ ყველა მოთხოვნის და მისაწოდებელ/მიწოდებულ თამაშებსა ან/და არსებით პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმებას.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. შემოსავლების სამსახურის მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთან შემოწმების განხორციელების პროცედურა“;

დ.ბ) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების დაწყებამდე ვალდებულია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელს ან მის წარმომადგენელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ, განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში აქტი ჩაბარებულად ითვლება.“;

დ.გ) მე-2 პუნქტის:

დ.გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.გ.ბ) „გ“- „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხომ არ ეწყობა, აგრეთვე, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ბილეთების (გარდა წამახალისებელი გათამაშების ბილეთებისა) გაყიდვა/გავრცელება ხომ არ ხორციელდება საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში (ტერიტორიულ ზონებში, შენობა-ნაგებობებში);

დ) აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობების წესების საჯაროობის დაცვას და მათ იმ ადგილზე განთავსებას, სადაც თამაშობა ტარდება;

ე) უზრუნველყოფილია თუ არა აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობების ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილია თუ არა პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) საფუძველზე და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოფილია თუ არა  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება  (25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია)). ინახება თუ არა მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში  სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში/არქივში, ასევე დაცულია თუ არა აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი მესამე პირისთვის გადაცემის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი და პირობები;“;

დ.გ.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ქვეპუნქტები:

„ვ1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ დაცულია თუ არა დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლისა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა;

2) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილია თუ არა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;“;

დ.გ.დ) „ზ“ – „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ეწყობა თუ არა თამაშობა და გაიცემა თუ არა მოგებები მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;

თ) აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილია თუ არა მუდმივი დენის წყაროთი (მუდმივი კვების ბლოკით და გენერატორით);

ი) აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია თუ არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;“;

დ.გ.ე) „ნ“-„ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) აღჭურვილია თუ არა აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობებისთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობის სალარო ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;

ო) აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელთა მიერ სრულდება თუ არა „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით  და „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით მათზე დაკისრებული მოვალეობები. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიერ სრულდება თუ არა „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებით მათზე დაკისრებული მოვალეობები;

პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ, აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობების ჩატარების ადგილზე სამუშაოდ, თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლის მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით ხომ არ არის დაშვებული არასრულწლოვანი პირი;

ჟ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები ხორციელდება თუ არა სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ აზარტული ან/და  მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 10 000 ლარს;“;

დ.გ.ვ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ და „ჟ2“ ქვეპუნქტი:

1) აქვს თუ არა ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემას დაქვემდებარებულ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ გამოყენებულ, არსებით პროდუქციას/მომსახურებას „ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებით დამტკიცებული ავტორიზაციის სერტიფიკატი;

2) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ ხორციელდება თუ არა  გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, ელექტრონული ბაზის შექმნა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;“;

დ.გ.ზ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ასრულებს თუ არა ნებართვის მფლობელი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით აზარტულ ან/და  მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს.“;

ე) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეესაბამება თუ არა გამოყენებული აპარატების რაოდენობა, სახელწოდებები, აპარატებზე მიმდინარე თამაშების სახეობები, მოდიფიკაცია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ ჩამონათვალს. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო აპარატების რაოდენობა ან/და სახეობა არ შეესაბამება ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ ჩამონათვალს, უფლებამოსილი პირი ამოწმებს, ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს აცნობა თუ არა აღნიშნულის თაობაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით და ვადაში;“;

ვ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მომგებიანი თამაშობა მიმდინარეობს თუ არა შემოსავლების სამსახურში ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) შეტანილია ცვლილება, უფლებამოსილი პირი ამოწმებს ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს აცნობა თუ არა აღნიშნულის თაობაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით და ვადაში;“;

ზ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. შემოსავლების სამსახურის მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელ პირთან შემოწმების განხორციელების პროცედურა

1. შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების დაწყებამდე ვალდებულია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელს ან მის წარმომადგენელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ, განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი და „ლატარიების, აზარტული და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში აქტი ჩაბარებულად ითვლება.

2. შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს:

ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობის ან/და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ნებართვის მფლობელის შესაბამისობას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ შესამოწმებელ პირთან;

ბ) არის თუ არა გაცემული მიწოდებულ თამაშებზე ან/და არსებით პროდუქცია/მომსახურებაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატის გარეშე მიწოდებული თამაშების ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ამოწმებს ავტორიზაციის სერტიფიკატის გარეშე თამაშების ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურების მიმღებ - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს, „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

დ) ასრულებს თუ არა ნებართვის მფლობელი „ლატარიების, აზარტული და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისაწოდებელ/მიწოდებულ თამაშებსა ან/და არსებით პროდუქციასთან/მომსახურებასთან  დაკავშირებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.“;

თ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შემოწმების შედეგები, მათ შორის: დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, სანებართვო პირობების შესრულების აღწერა, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტში მიეთითება ჯარიმის ოდენობა და „ლატარიების, აზარტული და  მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის;“;

ი) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შესამოწმებელი ნებართვის მფლობელის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ნებართვის ნომერს;

თ) გამოვლენილი დარღვევების აღწერას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლზე მითითებით;“;

კ) მე-8 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შევიდეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ობიექტზე;“;

კ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) შემოწმების განხორციელებისას შსს-ს უფლებამოსილი პირი ამოწმებს:

ა) უზრუნველყოფილია თუ არა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

ბ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილია თუ არა მუდმივი დენის წყაროთი (მუდმივი კვების ბლოკით და გენერატორით);

გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისათვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობის დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია თუ არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

დ) ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს თუ არა მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად;

ე) ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე არანაკლებ 30 დღის ვადით;

ვ) ნებართვის მფლობელს გააჩნია თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ შედგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების დამადასტურებელი აქტი;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობის სალარო აღჭურვილია თუ არა ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;

თ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები ხორციელდება თუ არა სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 10 000 ლარს;

ი) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილია თუ არა პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) საფუძველზე და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოფილია თუ არა  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება  (25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა აკრძალულია);

კ) სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციას და ინფორმაციას.“;

ლ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შემოწმების შედეგები, მათ შორის: დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, სანებართვო პირობების შესრულების აღწერა, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტში მიეთითება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის;“;

მ) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაჯარიმების ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, ამავე სამართლებრივი აქტით ასევე განისაზღვრება 10 კალენდარული დღე დარღვეული სანებართვო პირობის გამოსწორებისთვის. აღნიშნული ვადის გასვლამდე დაუშვებელია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების იგივე ობიექტის იმავე მიზნით შემოწმება.“;

ნ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შსს-ს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენისას, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1 და დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

 

  შემოსავლების სამსახური

 

            შემოწმების აქტი №

 

 

 1. -----------------------------              2. ---------------------------------------

 

         (შედგენის თარიღი)                                    (შედგენის ადგილი)

 

3. -------------------------------            4. --------------------------------------

 

    შემოწმების დაწყების დრო                      შემოწმების დასრულების დრო

5. -----------------------------------------------------------------------------------------------------

 

შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასახელება, შემოწმების საფუძველი (მიეთითება „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ” ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი)

 

6. -----------------------------------------------------------------------------------------------------

 

                    (უფლებამოსილი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი)

 

7. -----------------------------------------------------------------------------------------------------

 

            (ნებართვის მფლობელის დასახელება, საიდენტიფიკაციო/ პირადი ნომერი)

 

8. -----------------------------------------------------------------------------------------------------

 

                                  (ნებართვის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი)

 

9. -----------------------------------------------------------------------------------------------------

 

               (ობიექტის სახეობა, საფირმო სახელწოდება და ფაქტობრივი მისამართი)

 

10. ---------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 (შემოწმების შედეგები, გამოვლენილი სამართალდარღვევის არსი, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი ან/ და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა)

 

11. აქტს თან ერთვის: -----------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------

 

მტკიცებულებათა ჩამონათვალი, აღნიშნულ გრაფაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ფოტო, აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერით მიღებული მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

12. უფლებამოსილი პირის ---------------------------   ---------------------------

 

                                                  სახელი და გვარი                 ხელმოწერა

 

                                              ---------------------------      ---------------------------

 

                                                     სახელი და გვარი                    ხელმოწერა

 

 13. ორგანიზატორის ან ---------------------------        ---------------------------

 

                                          სახელი და გვარი                       ხელმოწერა

 

  მისი წარმომადგენლის ---------------------------       ---------------------------

 

                                           სახელი და გვარი                     ხელმოწერა

 

14. დამსწრე პირის          ---------------------------       ---------------------------

 

                                           სახელი და გვარი                        ხელმოწერა

 

 

დანართი №2

 

 

 

                       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

                                      შემოწმების აქტი №

 

 1. -----------------------------                                     2. ---------------------------------------

 

      აქტის შედგენის თარიღი                                           აქტის შედგენის ადგილი

 

3. -------------------------------                              4. --------------------------------------

 

 შემოწმების დაწყების დრო                                          შემოწმების დასრულების დრო

 

5. ---------------------------------------------------------------------------------------------------

 

                    სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სახელწოდება

 

6.-----------------------------------------------------------------------------------------------------

 

                                                შემოწმების საფუძველი

 

7 . ----------------------------------------------------------------------------------------------------

 

                 უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

 

8 . ----------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ნებართვის მფლობელის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ნებართვის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ობიექტის სახეობა, საფირმო სახელწოდება და ფაქტობრივი მისამართი

 

9. -----------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შემოწმების შედეგები/ სამართალდარღვევის არსი

 

10. ---------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------

 

კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი ან/ და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა

 

11. აქტს თან ერთვის: -----------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მტკიცებულებათა ჩამონათვალი, აღნიშნულ გრაფაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ფოტო, აუდიო ან/ და ვიდეო ჩანაწერით მიღებული მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

12. ---------------------------------------------------------------------------------------------------

----------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის წარმომადგენლის ან სხვა სათანადო პირის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

 

13. ---------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

იმ პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა, რომელთა თანამონაწილეობითაც შედგა აღნიშნული გრაფა (ივსება საჭიროების შემთხვევაში)

 

14. ---------------------------------------------------------------------------------------------------

                                      უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური