„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-20/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016950
01-20/ნ
07/03/2022
ვებგვერდი, 09/03/2022
470230000.22.035.016950
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-20/ნ

2022 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/02/2021; 470230000.22.035.016839) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. №1 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი)  მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. №2 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო  mRNA  ვაქცინა Comirnaty  კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის):

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აცრა ტარდება 12 წლის   და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს  21 დღეს;

ბ)  ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე  ინგრედიენტების მიმართ

ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე, მომდევნო დოზა არ კეთდება

მიოკარდიტი ან პერიკარდიტი ვაქცინის წინა დოზაზე, მომდევნო დოზა არ კეთდება

 

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (>380C)  მძიმე მწვავე დაავადება

COVID-19 ინფექციის დიაგნოზიდან 14 დღე. გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც ინფექციის მწვავე პერიოდში:

• მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით, და/ან

• ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი- მინიმალური ინტერვალია 90 დღე

გაფრთხილება

ვაქცინის ეფექტურობა შესაძლებელია დაბალი იყოს იმუნოკომპრომისულ პირებში, მათ შორის, იმუნოსუპრესული თერაპიის გამო

ანამნეზში დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია  ან სუნთქვის გაძნელება ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე ან  გულის წასვლა ინიექციის შემდეგ  

ანტიკოაგულაციური თერაპია, თრომბოციტოპენია, სისხლის კოაგულაციის ნებისმიერი დარღვევა (მათ შორის, ჰემოფილია), აცრა ტარდება სიფრთხილის ზომების დაცვით, სისხლდენის და სისხლჩაქცევების თავიდან აცილების მიზნით

მიოკარდიტი ან პერიკარდიტი ანამნეზში, რომელიც არ უკავშირდება COVID-19-ის ვაქცინაციას  აცრა ტარდება სრული გამოჯანმრთელების შემდეგ

აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ  მიგიღიათ, იღებთ ან აპირებთ მიიღოთ  რომელიმე მედიკამენტი ან ვაქცინა; აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა

                                                                                                                   .“.

 

3. №3 დანართის (COVID -19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინა AstraZeneca საინიექციო ხსნარი)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

უკუჩვენებები

 ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე  ინგრედიენტების მიმართ

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე, მომდევნო დოზა არ კეთდება

ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HITT ან HIT type 2)

გავრცობილი ვენური და/ან არტერიული თრომბოზი თრომბოციტოპენიის ფონზე, რომელიც განვითარებული იყო        COVID-19-ის  ნებისმიერი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ, მომდევნო დოზა არ კეთდება

 კაპილარული გაჟონვის სინდრომი (CLS)

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (>380C)  მძიმე მწვავე დაავადება

COVID – 19 ინფექციის დიაგნოზიდან 14 დღე. გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომელებიც ინფექციის მწვავე პერიოდში:

• მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით, და/ან

    • ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი   მინიმალური ინტერვალია 90 დღე

გაფრთხილება

ანტიკოაგულაციური თერაპია, თრომბოციტოპენია, სისხლის კოაგულაციის ნებისმიერი დარღვევა (მაგ., ჰემოფილია), აცრა ტარდება სიფრთხილის ზომების დაცვით, სისხლდენის და სისხლჩაქცევების თავიდან აცილების მიზნით

წარსულში მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე

ვაქცინის ეფექტურობა შესაძლებელია დაბალი იყოს იმუნოკომპრომისულ პირებში, მათ შორის, იმუნოსუპრესული თერაპიის გამო

აცნობეთ სამედიცინო პერსონალს თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე მედიკამენტი ან ვაქცინა; აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა

                                                                                                          .“.

4. №41 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე  ინგრედიენტების მიმართ

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე, მომდევნო დოზა არ კეთდება;

არასასურველი რეაქცია ნერვული სისტემის მხრიდან ვაქცინის წინა დოზაზე, მომდევნო დოზა არ კეთდება;

ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ადრე მიღებულ ვაქცინაზე (მწვავე ალერგიული რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და სხვა);

არაკონტროლირებადი ეპილეფსია ან სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება, ისტორიაში გიენ-ბარეს სინდრომი

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (>380C)  მძიმე მწვავე დაავადება; ქრონიკული დაავადების გამწვავება

COVID-19 ინფექციის დიაგნოზიდან 14 დღე. გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომელებიც ინფექციის მწვავე პერიოდში:

• მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით, და/ან

    • ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი  მინიმალური ინტერვალია 90 დღე

იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID-19  აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით

გაფრთხილება

 

ანტიკოაგულაციური თერაპია, თრომბოციტოპენია, სისხლის კოაგულაციის ნებისმიერი დარღვევა. აცრა ტარდება სიფრთხილის ზომების დაცვით, სისხლდენის და სისხლჩაქცევების თავიდან აცილების მიზნით

იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევა (ავთვისებიანი სიმსივნე, ნეფროზული სინდრომი, შიდსი, და ა.შ.)   ვაქცინაციის საკითხი უნდა გადაწყდეს  ინდივიდუალურად

დიაბეტი, ეპილეფსია, კრუნჩხვა, ენცეფალოპათია ან ფსიქიკური დაავადების პირადი ან ოჯახურ ანამნეზი, ქრონიკული დაავადებების გამწვავება

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია

ინტრავასკულარული, კანქვეშა და კანში ინიექცია აკრძალულია; აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე მედიკამენტი ან ვაქცინა; აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა

                                                                                .“.

5. №42 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული  (Sinovac)) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

უკუჩვენებები

 

ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ინგრედიენტების მიმართ

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე, მომდევნო დოზა არ კეთდება

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (>380C)  მძიმე მწვავე დაავადება; ქრონიკული დაავადების გამწვავება

COVID-19 ინფექციის დიაგნოზიდან 14 დღე. გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომელებიც ინფექციის მწვავე პერიოდში:

• მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით, და/ან

    • ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი  მინიმალური ინტერვალია 90 დღე

იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID-19  აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით

გაფრთხილება

ანტიკოაგულაციური თერაპია, თრომბოციტოპენია, სისხლის კოაგულაციის ნებისმიერი დარღვევა. აცრა ტარდება სიფრთხილის ზომების დაცვით, სისხლდენის და სისხლჩაქცევების თავიდან აცილების მიზნით

იმუნური სისტემის პრობლემა (იმუნოდეფიციტი) ან  იმუნოდეპრესანტებით მკურნალობა. ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებამდე. აცრა რეკომენდებულია ქრონიკული იმუნოდეფიციტების შემთხვევაში, სავარაუდო შეზღუდული იმუნური პასუხის მიუხედავად

არაკონტროლირებადი ეპილეფსია და სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დარღვევები (მაგ., გიენ-ბარეს სინდრომი)

ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული კრუნჩხვა ოჯახისა და პირად ანამნეზში, ეპილეფსია ანამნეზში, ალერგია; ანამნეზში დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია ან სუნთქვის გაძნელება ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე

მკაცრად აკრძალულია ვაქცინის შეყვანა ვენაში; აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე მედიკამენტი ან ვაქცინა; აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა

 

შენიშვნა: ვაქცინაციის წინ აუცილებლად იხილეთ თანმხლები ინსტრუქცია.“.

 

6.  №7 დანართის (ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) პრინციპები და პროცედურები COVID-19-ის ვაქცინაციის დროს) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) გარემოს დასუფთავება დეზინფექცია და ნარჩენების მართვა

  • უნდა მიმდინარეობდეს ყველა სივრცის რეგულარული დასუფთავება და დეზინფექცია (დღეში ორჯერ მაინც). განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დამუშავდეს ხშირადშეხებადი ზედაპირები, COVID-19-ის მიმართებაში არსებული რეკომენდაციების შესაბამისად;
  • ვაქცინის ფლაკონის დაზიანების შემთხვევაში, ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • დალუქული  ნარჩენების კონტეინერები უნდა ინახებოდეს დროებითი განთავსების ზონაში, დაწესებულებიდან შემდგომი ტრანსპორტირებისა და საბოლოო განადგურების უზრუნველყოფით;
  • სამედიცინო ნარჩენების კონტეინერების დახურვისა და დალუქვის შემდეგ მათი შეგროვება და შემდგომი განკარგვა უნდა ხდებოდეს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. დაუშვებელია ბასრი ნარჩენების კონტეინერების გახსნა, დაცლა ან ხელმეორედ გამოყენება.“.

7. №8 დანართი (ასაცრელი პირის COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №8

ასაცრელი პირის COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი

 

კითხვები დაგვეხმარება განისაზღვროს, ჩაგიტარდებათ თუ არა აცრა დღეს. დადებითი პასუხი რომელიმე კითხვაზე აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ვაქცინაცია არ ჩაგიტარდებათ. შესაძლოა, თქვენ დაგისვან დამატებითი კითხვები. თუ რომელიმე კითხვა გაურკვეველია, მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.

 

 ასაცრელი პირის სახელი, გვარი-------------------------------------------------------------------            

 პირადი ნომერი--------------------------------------------                         

 ასაკი---------------------------------------------------------

ზოგადი ნაწილი

დიახ

არა

არ

ვიცი

1. დღეს შეუძლოდ ხომ არ გრძნობთ თავს? (>380C ცხელებით მიმდინარე მძიმე მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების შემთხვვაში გადადეთ ვაქცინაცია)

 

 

 

2. ჩატარებული გაქვთ Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა? დადებითი პასუხის შემთხვევაში, მონიშნეთ ვაქცინა:

  • Pfizer/BioNtech – (Comirnaty), mRNA ვაქცინა*       -------------------------------                                                  
  • AstraZeneca/Oxford – (Vaxzevria), COVID-19 რეკომბინანტული ვაქცინა-------------------    
  • Sinopharm – COVID-19 (Vero Cell) ინაქტივირებული ვაქცინა** -------------------------------
  • Sinovac – COVID-19 (Vero Cell) ინაქტივირებული ვაქცინა (CoronaVac)*** -------------------
  • სხვა (მიუთითეთ) -------------------------------------------------------------

 

 

 

3.  COVID-19 ვაქცინის რამდენი დოზა გაქვთ მიღებული?---------------------------------

 

 

 

             საერთო უკუჩვენებები და გაფრთხილებები  - ყველა ვაქცინა (mRNA , Sinopharm, Sinovac)

4. ხომ არ გქონდათ მძიმე ან დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია   COVID-19 ვაქცინის წინა დოზაზე? (მოიცავს ვაქცინის აქტიურ ნივთიერებას ან სხვა დამხმარე  ინგრედიენტებს)

·  დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც განვითარდა 4 საათში, გამოიწვია ჭინჭრის ციება, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა;

  • მძიმე ალერგიულ რეაქციამაგ., ანაფილაქსია, რომელიც საჭიროებს მკურნალობას ადრენალინით,  ან გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია; უკუჩვენება

 

 

 

5. ხომ არ გაქვთ ანამნეზში მძიმე ან დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია (იხ. კითხვა №4) ნებისმიერ ადრე მიღებულ სხვა ვაქცინაზე?

გაფრთხილება mRNA, Sinovac ვაქცინებისთვის;  უკუჩვენება  Sinopharm ვაქცინისთვის

 

 

 

 

6. ხომ არ გქონდათ ბოლო 14 დღის განმავლობაში   დადებითი ტესტი COVID-19-ზე ?

   გადადეთ ვაქცინაცია

 

 

 

7. ხომ არ მიგიღიათ COVID-19 მკურნალობისას პასიური ანტისხეულები (მონოკლონური ანტისხეულები ან რეკონვალესცენტის პლაზმა) ან ხომ არ გქონდათ მწვავე პერიოდში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი? გადადეთ ვაქცინაცია  (ინტერვალი 90 დღე)           

 

 

 

 8. ხომ არ გაქვთ იმუნური სისტემის პრობლემა (იმუნოდეფიციტი), ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (მაგ,. მაღალი დოზის კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები, სიმსივნის სამკურნალო პრეპარატები)?    აფრთხილება

 

 

 

9. ხომ არ გაქვთ სისხლდენისკენ მიდრეკილება ან იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს? (შესაძლებელია ინტრამუსკულარული ინიექცია გახდეს სისხლდენის მიზეზი)     გაფრთხილება

 

 

 

10.   ხომ არ ხართ ორსული ან  მეძუძური დედა?  გაფრთხილება

 

 

 

                                   უკუჩვენებები და გაფრთხილებები    ცალკეული ვაქცინები

                                                                  Pfizer/BioNtech  

      უკუჩვენება

 11. ხომ არ გქონდათ მიოკარდიტი ან პერიკარდიტი  mRNA  ვაქცინის მიღების შემდეგ?        მომდევნო დოზები კეთდება სხვა ტიპის ვაქცინით

 

 

 

12. ხომ არ გქონდათ ოდესმე მძიმე ან დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია  პოლიეთილენგლიკოლზე (PEG)? (გვხვდება ზოგიერთ მედიკამენტში, მაგ., საფაღარათო საშუალებები,   კოლონოსკოპიის პროცედურების პრეპარატები, ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატები)

 

 

 

      გაფრთხილება

 

 

 

 13. ხომ არ გამოგიყენებიათ კანის შემავსებლები („ფილერი“)?

 

 

 

14.  ხომ არ გქონდათ ანამნეზში  გულის წასვლა ნებისმიერი სხვა ინექციის შემდეგ?

 

 

 

 

 

 

 

 15 ხომ არ გაქვთ  მიოკარდიტის ან პერიკარდიტის ისტორია, რომელიც არ უკავშირდება      COVID-19-ის ვაქცინაციას? (აცრა ტარდება სრული გამოჯანმრთელების შემდეგ)

 

 

 

                                                            Sinopharm, Sinovac

       უკუჩვენება

 16. ხომ არ გაქვთ არაკონტროლირებადი ეპილეფსია, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება ან გქონდათ გიენ-ბარეს სინდრომი? უკუჩვენება  Sinopharm  ვაქცინისთვისგაფრთხილება Sinovac ვაქცინისთვის

 

 

 

 17. ხომ არ გქონდათ ამავე ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ რეაქცია ნერვული სისტემის მხრივ?     უკუჩვენება  Sinopharm ვაქცინისთვის

 

 

 

 18. ხომ არ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ადრე მიღებულ ნებისმიერ ვაქცინაზე (მწვავე ანაფილაქსია,  ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და სხვა)? უკუჩვენება Sinopharm  ვაქცინისთვის

 

 

 

 

 

 

 

      გაფრთხილება

19. ხომ არ გაქვთ დიაბეტის, ეპილეფსიის, კრუნჩხვის, ენცეფალოპათიის ან ფსიქიკური დარღვევების პირადი ან ოჯახური ისტორია?                          ეხება Sinopharm-

 

 

 

 20. ხომ არ გაქვთ ოჯახის და პირადი ანამნეზით გამოვლენილი ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული კრუნჩხვა, ეპილეფსია ან ალერგია?                               ეხება Sinovac -ს

 

 

 

 21. ხომ არ გაქვთ მედიკამენტებით არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია?                    ეხება Sinopharm-ს

 

 

 

 22. ხომ არ მიგიღიათ ინტრავენური იმუნოგლობულინი? (აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით)              ეხება Sinopharm  და Sinovac ვაქცინებს

 

 

 

 

*Pfizer/BioNTech-Comirnaty COVID-19 mRNA ვაქცინა შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს: mRNA, ((4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane-6,1-diyl)bis (2-hexyldecanoate) (ALC-0315), 2-[(polyethylene glycol)-2000]-N,N-ditetradecylacetamide (ALC-0159), distearoylphosphatidylcholine (DSPC), cholesterol, potassium chloride, monobasic potassium phosphate, sodium chloride, dibasic sodium phosphate dihydrate and sucrose.

** Sinopharm (Vero Cell) COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს: SARS-CoV-2, 19nCoV-CDC-Tan-HB02 strain (inactivated) Adjuvant: Aluminum hydroxide adjuvant. Excipients: Disodium hydrogen phosphate, Sodium chloride, Sodium dihydrogen phosphate.

*** Sinovac (Vero Cell) COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა (CoronaVac) შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს: Inactivated SARS-CoV-2 virus (CZ02 strain) Adjuvant: Aluminum hydroxide adjuvant. Excipients: Disodium hydrogen phosphate, Sodium dihydrogen phosphate, Sodium chloride.

პირი გაეცნო კითხვებს და გაეცა სწორი პასუხი

  • ასაცრელი პირის თანხმობა COVID-19-ის ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით:

ü  ვადასტურებ, რომ გავეცანი ინფორმაციას COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ვაცნობიერებ COVID-19-ის ვაქცინის შესაძლო რისკებსა და ვაქცინის შედეგად მიღებულ სარგებელს;

ü  ინფორმირებული ვარ COVID-19-ის აღნიშნული ვაქცინის ყველა იმ გვერდითი მოვლენის თაობაზე, რაც მოცემული მომენტისთვის არის ცნობილი და ვაცხადებ თანხმობას COVID-19-ის აღნიშნული ვაქცინით აცრის თაობაზე, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

 

ექიმი ------------------------------------- (სახელი, გვარი) ხელმოწერა –––––––––––––

პირის (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენელი)

 (სახელი, გვარი)                                        ხელმოწერა –––––––––––––––

თარიღი: რიცხვი/თვე/წელი „ ---------“ -------------------202–––– წ.

* კითხვარი დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი