„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 02/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 090120010.70.082.016079
007
02/03/2022
ვებგვერდი, 02/03/2022
090120010.70.082.016079
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №007

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 090120010.70.082.016003) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურატურის თანამშრომლის, პოლიციელის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე, გარდა ამ დანართის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იძიებენ:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა) მიერ;

ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა) მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულს, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა);

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე, 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს.“.

3. მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ამ დანართის მე-10–მე-15 პუნქტებით დადგენილი წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტებს, დასრულდეს ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის შესაბამისად.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე