„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016554
7
01/03/2022
ვებგვერდი, 04/03/2022
190020020.35.158.016554
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 1 მარტი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020, 190020020.35.158.016492) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ სამედიცინო მიმსახურებას – 130 (ასოცდაათი) ლარის, ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ სამედიცინო მიმსახურებას – 200 (ორასი) ლარის, ოდენობით;“

2. მე-9 მუხლის:

ა)პირველი ქუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ყოველთვიური მატერიალური დახმარება  კალენდარული წლის მანძილზე 10 თვის განმავლობაში (1ოქტომბრიდან  1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე) გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულით და ქულა მიენიჭათ გასული ან მიმდინარე წლების პერიოდში)  – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

დ) მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ე) სტუდენტებს ოჯახებიდან, რომელთაც ჰყავთ ორი ან მეტი სტუდენტი – თითოეულს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) შშმ სტუდენტებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ზ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 (ასი) ლარის ოდენობით.“

ბ)მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში.

გ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-41, მე-4და მე-4პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა.

42.დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით.

43. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.“

დ) მე-5 და მე-6 ქუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

6) ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

3. მე-10 მუხლს დაემატოს მე-91 და მე-92 პუნქტებდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 92. ამ მუხლის 1-9 პუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარები ორი ან მეტი კატეგორიის არსებობის შემთხვევაში, დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიიდან.“

4. მე-11 მუხლის  მე-3 და მე-4 ქუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3)ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

4) ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

5. მე-12 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დახმარებების მიღება გათვალისწინებულია ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე. ამასთან, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიით მოსარგებლე ბენეფიციარების შემთხვევაში დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე (აქტში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ოჯახის სოციალური მდგომარეობისა და ოჯახის წევრთა შესახებ (დანართი 2)).

ბ)მე-3 და მე-4 ქუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

4) ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

6. მე-13 მუხლის  მე-3 და მე-4 ქუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

4) ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

დანართი №2
აქტი

გვარი, სახელი  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პირადი  ნომერი   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეგისტრაციის მისამართი  –––––––––––––––––––––––––––––––

ფაქტიური მისამართი       ––––––––––––––––––––––––––––––––––

საკონტაქტო ნომერი      ––––––––––––––––––––––––––––––––––

ინფორმაცია ოჯახის წევრთა შესახებ

გვარი, სახელი

ნათესაური კავშირი განმცხადებელთან

პირადი ნომერი

ასაკი

სტატუსი (პენსიონერი, არასრულწლოვანი, შშმ პირი)

ყოველთვიური შემოსავალი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

ოჯახის სოციალური მდგომარეობის აღწერა

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ოჯახის წარმომადგენლის ხელმოწერა:  –––––––––––––––––––––––––––––––

მერის წარმომადგენლის ხელმოწერა:     –––––––––––––––––––––––––––––––

საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ხელმოწერა: ------------------------------------------------