დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-13.13220563 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.138.016009 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-13.13220563 2022 წლის 25 თებერვალი ქ. ახალციხე |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების შესაბამისად:
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებს მიენიჭოს სახელი დანართი 1-ისა და თანდართული რუკის შესაბამისად. 2. განკარგულება, რეაგირებისათვის გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს: ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე
დანართი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის სახელდებული ქუჩები: 1. მე-17 ქუჩა, მე-17 ქუჩის პირველი შესახვევი; 2. მე-18 ქუჩა.
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები