„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016730
1-1/87
01/03/2022
ვებგვერდი, 04/03/2022
040030000.22.024.016730
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/87

2022 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებით (matsne.gov.ge, 05/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016517) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს“ დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე სააგენტოს უფროსის დავალებით.’’

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა  

სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარატამენტი;

ბ) ლიცენზირების დეპარტამენტი;

გ) სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახური;

დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური;

ე) ადმინისტრაციული სამსახური;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) შიდა კონტროლის სამსახური.

3.  მე-6 მუხლის:

ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია: 

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა  და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეთანხმება – ვიზირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი სარჩელის მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ან/და ვიზირება; სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი ხასიათის აქტების რევიზია და ვიზირება;

ი) არსებულ საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ან თანამდებობის პირისათვის;

კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ლ) საჩივრების, ასევე იმ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, რომლის განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას;

მ) დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის მათი მიმართვის საფუძველზე სამართლებრივი ხასიათის  რეკომენდაციების მიცემა;

ნ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“;

) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. შიდა კონტროლის სამსახურის  ფუნქციებია:

ა) საკუთარი საქმიანობის წარმართვა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან კოორდინაციით;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით შემოწმების  ჩატარება, შესაბამისი დასკვნის  მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის  წარდგენა;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე რეკომენდაციის მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

ე) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სააგენტოში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს უფროსისთვის  შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ვ) სახელმწიფო აუდიტის  ან/და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სააგენტოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;

ზ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებელთა ან სხვა დაინტერესებულ პირთა განცხადებების/საჩივრების განხილვა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი