„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023300
92
28/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
470230000.10.003.023300
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №92

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 54 მუხლი:

მუხლი 54. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 1 მარტიდან  2022 წლის 1 აპრილამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის სავალდებულოობასთან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის  დაცვის სახელმწიფო პროგრამის):

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტაციონარულ დაწესებულებასა და იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებულ აღნიშნული დაწესებულების ამბულატორიულ-სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული, რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ყველა სუბიექტის მიერ ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემით წარმოებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“;

ბ) მე-20 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი (მათ შორის, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), ასევე ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულნი არიან, 2022 წლის 1 მარტიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის გამოწერა უზრუნველყონ ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი