დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.023301 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „ მუხლი 91. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აპრილამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის სავალდებულოობასთან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სტაციონარული დაწესებულება (მათ შორის, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), ასევე ამბულატორიული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში (გარდა №18 დანართით განსაზღვრული რეფერალური მომსახურების პროგრამისა) აწვდის სტაციონარულ და/ან ამბულატორიულ მომსახურებას, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები