„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.155.016380
7
28/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
010250040.35.155.016380
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. წალკა

 

„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №6 (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250040.35.155.016121) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„დ) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება:“;

ბ) მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„ე) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეცაიალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცება;“;

გ) მე-7 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა.“;

დ) მე-8 პუნქტის კ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დამტკიცება;“;

ე)  მე-15 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაამტკიცოს სოფლის მეურნეობის, მათ შორის სასოფლო კოოპერაციის მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები;“;

2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი