დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაბა ჩოხატაურში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.114.016464 |
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დაბა ჩოხატაურში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016355) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დანართის პირველი პუნქტის „დუმბაძის, 9 აპრილის, გოგიბერიძის, რუსთაველის და ნინოშვილის ქუჩებზე” დაემატოს „ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ1) ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე – მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი (5.18 – 1ც.);“ ბ) დანართის პირველი პუნქტის „დუმბაძის, 9 აპრილის, გოგიბერიძის, რუსთაველის და ნინოშვილის ქუჩებზე” „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) რუსთაველის ქუჩის მარცხენა მხარეს, მგზავრთა მოსაცდელთან – ავტობუსის გაჩერების ადგილი (5.16 – 1ც.);“ გ) დანართის პირველი პუნქტის „დუმბაძის, 9 აპრილის, გოგიბერიძის, რუსთაველის და ნინოშვილის ქუჩებზე” დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი1) დუმბაძის ქუჩის მარჯვენა მხარეს, ყოფილი წიგნების მაღაზიის წინ, ჭადართან – გაჩერება აკრძალულია (3.27 – 1ც.);“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები