დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 28/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016530 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ბ) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (თბილსრესის №3, 4 ბლოკები) 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში - 46 422 ლარი/დღე, მათ შორის: ბ.ა) №3 ბლოკისთვის – 22 205 ლარი/დღე; ბ.ბ) №4 ბლოკისთვის – 24 217 ლარი/დღე;“ ბ) მე-5 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: ,,ბ) 133 დღისა - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №3 ბლოკი); ,,გ) 119 დღისა - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №4 ბლოკი);“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები