დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016371 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 31/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016367) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. განისაზღვროს: ა) შემოსულობები 22 753,0 ათ.ლარით; ბ) გადასახდელები 27 759,7 ათ.ლარით; გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5 261,6 ათ.ლარით. მათ შორის: გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 326,5 ათ.ლარი. გ.ბ) კაპიტალური ტრანსფერი 4 895,1 ათ.ლარი. გ.გ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტი 40,0 ათასი ლარი. დ) სარეზერვო ფონდი 0.0 ათასი ლარით.“ |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
" |
3.
. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2 მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
" |
4.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 22 753,0 ათასი ლარის ოდენობით
“ |
5.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. მესტიის მუნიციპალიტეტის გრანტები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 261,6 ათასი ლარის ოდენობით.
“ |
6.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 292,7 ათასი ლარის ოდენობით.
„
|
7.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 13 186,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2.განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
8.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია:
|
9.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -4 726,65 ათასი ლარით.” |
10.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5 006,6 ათასი ლარით.” |
11.
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 0 ათასი ლარის ოდენობით.” |
12.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 27 759,7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები