“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტრო 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტრო 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 05/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.118.005.375
  • Word
272
15/05/2002
გამოუქვეყნებელი, 0, 05/05/2002
010.240.030.11.118.005.375
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტრო 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.118.005.375

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №272

2002 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ“ შსს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებას მე-9 პრიმა პუნქტად დაემატოს:

„შსს პოლიციის აკადემიის რექტორს მიეცეს უფლება:

მიანიჭოს რიგითი შემადგენლობის პირებს პირველი და მორიგი სახელმწიფო  სპეციალური წოდებები და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება „პოლიციის კაპიტნის“ სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩათვლით“.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხის (შსს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანების დანართი №1 პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შენაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და შინაგანი ჯარების სარდალს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.

3. შსს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხას (შსს 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანების დანართი №1) დაემატოს 1 პრიმა პუნქტი.

– „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომელსაც საქართველოს განათლების მინისტრთან წარადგენს შეთანხმებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი“.

კ. ნარჩემაშვილი