„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/05
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 03/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/05
03/03/2022
ვებგვერდი, 04/03/2022
040030000.22.088.016031
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/03/2022 - 03/06/2022)

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/05

2022 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ (შემდგომში - ეროვნული მუზეუმი) დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. გარდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით გათვალისწინებული წესისა, ეროვნულ მუზეუმში სტაჟიორების მიღება და ამ მიზნით სამინისტროსთან შესაბამისი ურთიერთობა ასევე ხორციელდება მინისტრის 2022 წლის 1 მარტის №05/04 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ (შემდგომში - სტაჟირების გავლის წესი) შესაბამისად.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორი.“;
ბ) მე-6 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის სტრუქტურას;“;
ბ.ბ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის დანიშვნის შესახებ;“;
გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „121“ პუნქტი:
„121. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ამავდროულად არის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კურირებს/ზედამხედველობას უწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, დირექტორატის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას და ამ მხრივ ხელს უწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.“;
დ) მე-13 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ნიშნავს და ათავისუფლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმში/მუზეუმთა ჯგუფში მისაღებ სტაჟიორებს, სტაჟირების გავლის წესისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად.“.
მუხლი 2
1. შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურეები, რომლებიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული იყვნენ ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალ გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, ჩაითვალონ იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულებად და გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და  კომპეტენციების გათვალისწინებით.
2. გენერალურ დირექტორსა და დირექტორატის სხვა წევრებს  დაევალოთ, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დებულებანი და სხვა სამართლებრივი/ადმინისტრაციული აქტები.
3. დირექტორატს დაევალოს, 2022 წლის 25 აპრილამდე დაამტკიცოს ეროვნული მუზეუმის სტრუქტურა.
4. დირექტორატს დაევალოს, 2022 წლის 1 აპრილამდე სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში მუზეუმისთვის/მუზეუმთა ჯგუფებისთვის საბიუჯეტო სახსრების განაწილების პროექტი, ამ ბრძანების პირველი მუხლიდან გამომდინარე ცვლილებების გათვალისწინებით.
5. გენერალურ დირექტორს დაევალოს, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოს გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის სამუზეუმო ფონდისთვის მათი კუთვნილი კოლექციებისა და ცალკეული სამუზეუმო ექსპონატების გადაცემა/დაბრუნება.
6. გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორს დაევალოს შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ინვენტარიზაცია და მათი წესრიგში მოყვანისათვის აუცილებელი ღონისძიებების ნუსხის მინისტრისათვის წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნული მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში.
7. გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორს დაევალოს, სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნული მუზეუმის დირექტორების თანამდებობაზე დანიშვნიდან 4 თვის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადისგან განსხვავებული ვადა შესაძლებელია დადგინდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც უნდა დასაბუთდეს. შუამდგომლობა შესაძლებელია არ იქნეს გაზიარებული ან დაკმაყოფილდეს სრულად ან ნაწილობრივ.
9. გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში 2022 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განსაზღვრულ იქნეს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე ეროვნული მუზეუმის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტში მითითებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის მიერ აღნიშნული დებულების მე-9 მუხლის მე-4 - მე-7 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული ზღვრული ოდენობის შესაბამისად.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 11 აპრილიდან.
3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 19 მარტიდან.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი