„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016728
1-1/82
25/02/2022
ვებგვერდი, 28/02/2022
040030000.22.024.016728
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/82

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016060) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ა.ა) საფინანსო და შესყიდვების სამმართველო;

ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ა.გ) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი;

ბ.ა) სატვირთო გადაზიდვების სამმართველო;

ბ.ბ) სამგზავრო გადაყვანების სამმართველო;

გ) ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური;

დ) მონიტორინგის სამსახური;

ე) ანალიტიკური სამსახური;

ვ) მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ.ა) ქ. თბილისის რეგიონული განყოფილება;

ვ.ბ) ქ. ბათუმის რეგიონული განყოფილება;

ვ.გ) ქ. ფოთის რეგიონული განყოფილება;

ზ) საკვალიფიკაციო ცენტრი;

თ) იურიდიული სამსახური;

ი) შიდა კონტროლის  სამსახური.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი შედგება საფინანსო და შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს საკადრო საკითხების რეგულირება, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების ან/და წახალისების  თაობაზე მასალების მომზადება;

დ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული  კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე  საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა;

ე) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;

თ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;

კ) საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება;

ლ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა, სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ნ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა. უცხო ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

ო) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სატვირთო და სამგზავრო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებაში  მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი შედგება სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების და  საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების გაცემასთან (გადაცემასთან), მათში ცვლილებების შეტანას ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი გადამზიდველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, ხელშემკვრელ მხარესთან წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების რეკომენდაციების განხილვა, დოკუმენტაციის შეთანხმება-დამოწმება, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება; 

ბ) საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვების სფეროში ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გადაყვანა  გადაზიდვის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო  მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი ნებართვების ფორმების, ნებართვების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული ნებართვების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის  და სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სფეროში სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ზ) საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელი გადამზიდველების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მარშრუტების, განრიგების, ტარიფების, შესასრულებელი რეისების პერიოდულობის და სიხშირის, აგრეთვე სამგზავრო ავტოსადგურების ადგილმდებარეობის, კლასებისა და მათთან დაკავშირებული მარშრუტების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა;

თ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ი) საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიული კავშირი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან; 

კ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების სფეროში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ლ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

მ) საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხირივი/მრავალმხრივი შეთანხმებების ხელშემკვრელ მხარეებთან ურთიერთობა;

ნ) ხელშემკვრელ ქვეყნებთან საავტომობილო მიმოსვლის სფეროში შეხვედრების ორგანიზება/მონაწილეობა.

ბ) 4 1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი დარღვევისას ან/და ეროვნული გადამზიდველების მიერ დაშვებულ დარღვევებზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, დამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი ECMT-ს სერტიფიკატებით,  სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობებით და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) სახმელეთო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სამართალდამრღვევი მეწარმე სუბიექტების აღრიცხვის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა;

ე) AETR-ის შეთანხმებით დადგენილი პირობების შესრულებაზე, სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შესახებ, სამინისტროსათვის დადგენილ ვადებში ინფორმაციის მიწოდება,  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისათვის წარსადგენად.“.

 

გ) 41. პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:

„42. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის განვითარების გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და მეწარმეთა აღრიცხვა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება მეწარმე სუბიექტთა რეპუტაციის, ფინანსური სტაბილურობისა და კომპეტენტურობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის ფორმირება;

დ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში არსებული რისკების შეფასება, იდენტიფიცირება;

ე) სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

ვ) გადამზიდველთა შერჩევა და ინფორმაციის გადაცემა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურისთვის  კონტროლის განხორციელების მიზნით;

ზ) სააგენტოს საქმიანობის განხორციელების პროცესში რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;

თ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიცირება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მომზადება;

კ) სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შედგება  ქ. თბილისის, ქ. ბათუმის და ქ. ფოთის  რეგიონული განყოფილებებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) რეგიონული განყოფილებების დონეზე ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება, შემოწმება და მათ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა;

გ) ნებართვის მფლობელ გადამზიდველთა და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრონული რეესტრის წარმოება და მონაცემთა გადაცემა აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბანკში;

დ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება.“.

ე) მე-7 პუნქტის:

ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით – მათ შორის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;“.

ე.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სააგენტოს დირექტორის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა;“.

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. შიდა კონტროლის სამსახურის ფუნქციებია:

ა) შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვასა და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) სააგენტოში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით შემოწმების ჩატარება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე რეკომენდაციის მომზადება;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სააგენტოში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით დირექტორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

ე) თანამშრომელთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;

ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებელთა ან სხვა დაინტერესებულ პირთა კორესპონდენციის განხილვა;

თ) სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი