სტომატოლოგიური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრის №01- 55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016946
01-16/ნ
26/02/2022
ვებგვერდი, 28/02/2022
470230000.22.035.016946
სტომატოლოგიური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრის №01- 55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-16/ნ

2022 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

სტომატოლოგიური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრის №01- 55/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

სტომატოლოგიური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრი№01- 55/ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 111128002, 28/11/2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016099) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებლებისათვის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. პაციენტის გასინჯვის ფურცელშიფორმა №IV-220-1/ა (დანართი 2), დანიშნულებისათვის განკუთვნილ ველში, უნდა აისახოს ინფორმაცია რეცეპტის გაცემის (არსებობის შემთხვევაში) ფაქტის შესახებ, რეცეპტის ნომრის მითითებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისი№01-29/ნ ბრძანებთ დადგენილ მოთხოვნებს.“.

  2. მე-5 მუხლის დაემატოს მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 6.

,,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აპრილამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის სავალდებულოდ ელექტრონულად გამოწერის წესებთან.".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი