დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ს-15 |
დოკუმენტის მიმღები | სსიპ - აწარმოე საქართველოში |
მიღების თარიღი | 24/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში"
დირექტორის ბრძანება №ს-15
2022 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადებ ი
№ |
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი |
ღონისძიებების /აქტივობების განხორციელების ვადები |
1 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება |
05.10.2020-26.10.2020 |
2 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა |
05.10.2020-08.11.2020 |
3 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა |
08.11.2020-24.11.2020 |
4 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება |
24.11.2020-26.11.2020 |
5 |
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა |
24.11.2020-10.12.2020 |
6 |
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნესგეგმის შედგენაში |
24.11.2020-18.12.2020 |
7 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) მიღება |
01.12.2020-25.12.2020 |
8 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასება |
01.12.2020-18.01.2021 |
9 |
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან |
08.12.2020-08.02.2021 |
10 |
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან |
15.02.2021-15.03.2021 |
11 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების გასაჩივრება |
06.04.2021-08.04.2021 |
12 |
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა |
08.04.2021-28.04.2021 |
13 |
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება |
07.04.2021-21.05.2021 |
14 |
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი |
12.04.2021-30.06.2021[1] |
15 |
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა |
12.04.2021-30.08.2021 |
16 |
ბენეფიციარების მხრიდან თანადაფინანსების თანხის ხარჯვა |
12.04.2021-18.10.2021[2] |
17 |
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი |
19.05.2021-30.10.2021 |
18 |
დამატებითი ტრენინგები |
19.04.2021-30.11.2021 |
19 |
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი |
20.09.2021-25.11.2021 |
20 |
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი |
15.02.2021-30.11.2021 |
21 |
სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი |
31.03.2022-ის ჩათვლით |
[1] თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგის განხორციელების ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 20 აგვისტო, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადის გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე.
[2] თანადაფინანსების თანხის ხარჯვის ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 18 ოქტომბრის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 30 ნოემბერი, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადების გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე.
დოკუმენტის კომენტარები