დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-18/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.22.035.016948 |
|
„ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110816001, 16/08/2011, 470010000.22.035.016088) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,,ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“: 1. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პაციენტის გასინჯვის ფურცელი იწარმოება როგორც პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლის (მათ შორის, სოფლის ექიმი) ასევე სპეციალიზებული ამბულატორიული სერვისების მიმწოდებლის მიერ. მას ავსებს ექიმი-სპეციალისტი. იგი ივსება პაციენტის, როგორც პირველადი, ასევე განმეორებითი ვიზიტ(ებ)ისა და ბინაზე/ადგილზე გამოძახების ყველა შემთხვევაში. აქვე უნდა დაფიქსირდეს ინფორმაცია საავადმყოფო ფურცლის გაცემის შესახებ, შესაბამისი რეკვიზიტების (საავადმყოფო ფურცლის ნომერი, ვადა) მითითებით. დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, პაციენტის გასინჯვის ფურცელში შეიტანოს ინფორმაცია დანიშნული მედიკამენტების შესახებ, ასევე – „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისის №01-29/ნ ბრძანების შესაბამისად გამოწერილი ელექტრონული რეცეპტების შესახებ (რეცეპტების ნომრების მითითებით), გარდა სოფლის ექიმისა. ბ) 1 1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) პაციენტის დანიშნულების სრულ ჩამონათვალს (მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი) – დასახელებას, ფორმას, დოზას, რაოდენობას და მიღების წესს (რომელშიც აღნიშნულია პროდუქტის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა, შეყვანის გზები და პაციენტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია), ასევე, დანიშნულების შესაბამისად გამოწერილი ელექტრონული რეცეპტის ნომრებს. ჩამონათვალი უნდა იყოს გადანომრილი;“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 9. „სამედიცინო ჩარევის ოქმი“ – ფორმა № IV-200–7/ა (დანართი №8) სამედიცინო ჩარევის ოქმი ივსება ამბულატორიულ პირობებში ჩატარებული მცირე ქირურგიული ჩარევებისა და პროცედურების დროს. ოქმი თან ერთვის სამედიცინო ბარათს. მას ავსებს სამედიცინო ჩარევებზე პასუხისმგებელი ექიმი. იმ შემთხვევაში, თუ ხდება სამედიცინო პროცედურების კოდის მითითება, ის უნდა დაფიქსირდეს სამედიცინო ჩარევის გრაფაში, ტექსტუალური ნაწილის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ეძლევა დანიშნულება, სამედიცინო ჩარევებზე პასუხისმგებელი ექიმი ვალდებულია, თავად გამოწეროს რეცეპტი „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისის №01-29/ნ ბრძანების შესაბამისად და გამოწერილი რეცეპტ(ებ)ის ნომერი შეიტანოს ფორმა № IV-200–7/ა რეკომენდაციის/დანიშნულების ველში.“. 3. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-16 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 16. გარდამავალი დებულებები ,,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აპრილამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის სავალდებულოდ ელექტრონულად გამოწერისა და გაცემის წესებთან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები