დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №9/14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/11 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.35.111.016509 |
|
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №9/14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №9/14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 410010020.35.111.016384) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნას; ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. შინაური ცხოველის მესაკუთრის (მეპატრონის) პასუხისმგებლობა 1. ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, პარკებში, სკვერებში, გაზონებში შინაური ცხოველის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, მესაკუთრის (მეპატრონე) პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად. 2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებზე ოქმის შედგენას, საქმეების განხილვას ახდენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი (საიდენტიფიკაციო ნომერი 415101507). 3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები