,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016333
06
25/02/2022
ვებგვერდი, 28/02/2022
010250040.35.133.016333
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №06

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. ბათუმი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №07 დადგენილებებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27.02.2018 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.133.016242) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს დამატებები:

ა) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა კომისიის შემადგნელობაში მაგრამ ჯამში არაუმეტს ორისა.

ბ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას.

გ) 30- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

30. მუხლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას შესრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე მოადგილეები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ვალდებულები არიან რეგლამენტით დადგენილი მინიმალური/მაქსიმალური რაოდენობით მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს მუდმივ მოქმედ კომისიების მუშაობაში როგორც კომისიის წევრი.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გადადგეს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, რაც ფორმდება ჩანაწერით და შესაბამისი სამართლებრივი აქტით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება გადადგომის თაობაზე წერილობითი განცხადების საკრებულოსათვის დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან.

დ) 31- მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში უხუცესი მოადგილე ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე. თუ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას არ ესწერება არცერთი მოადგილე – სხდომაზე დამსწრე უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

ე) 32 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ,,ქვეპუნქტი

) საკრებულოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება:

„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად;

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDokument), სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ (MMS) და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის“ (MSDA) მეშვეობით.

 საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების გამართულობას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

ვ) 61- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით (MSDA).

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე