„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 25/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017213
24
25/02/2022
ვებგვერდი, 25/02/2022
010340000.22.034.017213
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №24

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 010340000.22.034.016500) დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81. დამატებითი ღონისძიებები

1. პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის, სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის ან მათ მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამონაცვლე პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის წარგზავნამდე, მათ სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დროებით სარგებლობაში გადაეცემა იმავე ქვეყანაში მყოფ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

2. პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოქმნისთანავე უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც აისახება:

ა) მოძრავი ქონების გადაცემის თარიღი, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი, გამოშვების წელი და ვინ-კოდი) და ზოგადი აღწერა ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შესახებ;

ბ) მოძრავი ქონების მიმღებისა და გადამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება სავალდებულოა ავტოსატრანსპორტო საშუალების გადმოცემისას.

4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის დროებით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვა-უსაფრთხოების ხარჯები (პარკირება, დაზღვევა და სხვა შესაბამისი ხარჯები) შეიძლება ანაზღაურდეს სამინისტროს მიერ, შესაბამისი მომართვის საფუძველზე.“.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის შეიძლება დროებით იქნეს გადაცემული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე, შესაბამისი მიმართვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შესახებ ზოგადი აღწერისა და დასურათების საფუძველზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 25 თებერვლიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური