დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016341 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/05/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016193) შეტანილი იქნას ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული სისტემით არჩეული 14 წევრისაგან და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 7 წევრისაგან.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს აქვს ოფიციალური ვებგვერდი, რომლის მისამართია www.keda.gov.ge. აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილს, სადაც საჯაროდ გამოცხადების მიზნით ღიად განთავსდება საკრებულოს და საკარებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს სამართლებრივი აქტი (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება), ასევე სხვა გადაწყვეტილება (მიმართვა, შუამდგომლობა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ცნობა და სხვა), მოისმინოს და შეაფასოს ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის სამსახურების მიერ წარმოდგენილი ანგარიში, შეიმუშაოს რეკომენდაციები მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე.“ 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე.“ 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს წევრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ, ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგ თანამდებობის პირთა საქმიანობა: ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; დ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; ვ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“ 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის III თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეეები“; 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები; დ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები; ე) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები; ვ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეების მოადგილეები.“ 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“ 10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. 3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიების თავმჯდომარეთაგან უხუცესი თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ახორციელებენ ფუნქციებს ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. 5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ, ეწეოდნენ სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარეები.“ 11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების გადაყენება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადაყენების, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში. 12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 24-ე მუხლი მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.“ 13. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 24-ე მუხლი მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საკრებულოს წევრი (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც.“ 14. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 24-ე მუხლი მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81, 82 და 83 პრიმა პუნქტები: ა) „81. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.“ ბ) „82. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.“ გ) „83. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“ 15. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/5-ს და საკრებულოს ფრაქციას. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურად. 16. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში; ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) მისი, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 301 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ რეგლამენტის 351 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.“ 17. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. 2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. 6. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებას. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა. 8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს სამანდატო, საპროცედრო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება. 10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება. 12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს). მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდება გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ის 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. 13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების შეტანის, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“ 18. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 და 352 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) „მუხლი 351. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოში ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს. 3. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის ორგანოში. ბ) „მუხლი 352. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებით.“ 19. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;“ 20. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვა), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“ 21. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდეთ წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო, რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესდებით.“ 22. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.“ 23. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.“ 24. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის თავი VII -ის 48-ე მუხლი ამოღებული იქნას და თავი VII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი VII ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა 1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. 2. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს. მუხლი 46. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა 1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით. 2. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს პირველ სხდომებს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთაგან ასაკით უფროსი) წევრი. 3. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს. 4. საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა. მუხლი 47. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება 1. ახალარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ. 2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულო ირჩევს დროებით სამანდატო კომისიას. მუხლი 48. ამოღებულია მუხლი 49. ახალარჩეული საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა 1. ახალარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს დროებით სამანდატო კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, უმრავლესობით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს. 2. დროებითი სამანდატო კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია და ფარული კენჭისყრის დროს. 3. დროებითი სამანდატო კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს, მათ შორის განიხილავს საკრებულოს წევრობასთან შეუთავსებლობის შემთხვევებს, საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ. 4. დროებითი სამანდატო კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისიის არჩევამდე. მუხლი 50. ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა 1. ახალარჩეული საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რის შემდეგაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში, იკრიბება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს. 2. ახალაარჩეული საკრებულო, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით ღია კენჭისყრით, იღებს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით. 3. ახალარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ასევე ის პირები, რომელთა საქმიანობა ან დაკავებული თანამდებობა შეუთავსებელია საკრებულოს წევრის სტატუსთან. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის საქმიანობა ან დაკავებული თანამდებობა შეუთავსებელია საკრებულოს წევრის სტატუსთან, საკრებულო განიხილავს შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტიდან ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე. 4. ახალარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილი იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს. 5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება და იგი განახლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის შესავსებად. 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ინიშნება ხელახალი არჩევნები საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მუხლი 51. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები 1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება; დ) საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის განსაზღვრა; ე) საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა. 2. ფრაქციების შექმნისთანავე დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად. 3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება არაუმეტეს ერთი კვირით.” 25. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.“ 26. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“ 27. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას წარმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი“. 28. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავის უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცეს მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.“ 29. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობა გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცეს მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.“ 30. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 90-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემათანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებლური ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით. შემათანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, ან საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“ 31. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) „1. საკრებულოს დადგენილებები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.matsne.gov.ge“. საკრებულოს დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნდება ასევე საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.gov.ge.“ ბ) „2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.gov.ge ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (დაბა ქედა, კოსტავას ქ. №3) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება ადგილი, სადაც მისვლა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავისუფლად, ყოველგვარი საშვისა და ნებართვის გარეშე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები