დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016442 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში (საკანომდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 29/12/2021, საიდენტიფიკაციო კოდი: 190020020.35.124.016429):
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით (ათასი ლარი):
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13,334.2 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5,088.9 ათასი ლარის ოდენობით.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8,943.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5480.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5930.7 ათასი ლარის ოდენობით. ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 450.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 4,391.1 ათასი ლარით, ხოლო მთლიანი სალდო – 1,089.6 ათასი ლარის ოდენობით.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1,145.3 ათასი ლარის ოდენობით.
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები) ,,ვ.ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ.ს) მედიკამენტების დაფინანსება (კოდი 06 02 17) ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა ან წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობას გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად. დაფინანსება შეეხება შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებს: ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური, თირკმლის უკმარისობა,ინსულტის შემდგომი პერიოდი, შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, მიასთენია, ფენილკეტონურია და ცელიაკია,ცერებრალური დამბლა, ფსორიაზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, პნევმონია, წითელი მგლურა, გლაუკომა, კატარაქტა, ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა, ოჯახური ხმელთშუაზღვის ცხელება, წითელი ქარი,სეფსისი, პრეიტონიტი, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, გაფანტული სკლეროზი,კოვიდის შემდგომი გართულება,ღვიძლის დაავადება (ციროზი),პრადერ-ვილის სინდრომი. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები მედიკამენტების თანხით დაფინანსდებიან მიუხედავად დიაგნოზისა. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად დახმარება გაიცემა ერთჯერადად საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარის ოდენობით; პრადე-ვილის სინდრომით დაავადებული პაციენტები, რომელსაც რეკომენდაციას უწევს მერიის სოციალური მუშაკი, დაფინანსდებიან სრულად, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა წლის განმავლობაში. ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 150 ლარის ოდენობით ხოლო სხვა ზემოთჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტები დაფინანსდებიან 100 ლარით, წელიწადში ერთჯერადად. თანხა ჩაირიცხება მომსახურების მომწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ონკოლოგიური სენით, ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულისა და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის წარმოდგენისაგან. ქვეპროგრამის მიზანია მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები