დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 25/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.70.082.016076 |
|
„საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016007) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.“; გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“; დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) განიხილავს დეპარტამენტის პროკურორების დასკვნებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა წარმოდგენილ შუამდგომლობებზე;“, ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ისმენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომელთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;“; ვ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;“; ზ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) განიხილავენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან შემოსულ წერილობით წინადადებებს;“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები