„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016075
003
25/02/2022
ვებგვერდი, 25/02/2022
110060010.70.082.016075
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №003 

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016006) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება, გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა;“;

ბ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საპროცესო ხელმძღვანელობის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელთა მიერ არის ჩადენილი;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჩაატაროს გამოძიება კანონმდებლობით დადგენილი წესით პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა;“;

ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) განახორციელოს საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი;“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე